Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ილია თავზარაშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. გორი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1987 წელს. 1978–1980წწ. კლინიკური ორდინატურა გაიარა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის პათანატომიის კათედრაზე; 1981–1984წწ. იყო ამავე კათედრის დაუსწრებელი სწავლების ასპირანტი; 1980 წლიდან არის ცენტრალური კლინიკური საავადმყოფოს ექიმი–პათოლოგანატომი და 1984 წლიდან – ამავე საავადმყოფოს პათოლოგიური ანატომიის განყოფილების გამგე. ავტორია 16 სამეცნიერო ნაშრომი. პათოლოგანატომი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი. 1989 წელს მიენიჭა უმაღლესი კატეგორიის ექიმი–პათოლოგანატომის წოდება. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "კუჭის მთავარი ჯირკვლების მორფოლოგიური თავისებურებანი დაბერების პროცესში", დაიცვა 1990 წელს. წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.115 Member of Organizations
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |