შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ჯუმბერ პატიაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ლაგოდეხი. დაამთავრა საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტი სპეციალობით აგრონომია 1962 წელს. 1962-1965წწ. ასპირანტი; 1965-1967წწ. სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტი, უმცროსი მეცნიერ-მუშაკი; 1965-1967წწ. საქ. კომკავშირის ინსტრუქტორი; 1967-1968წწ. ახალგაზრდა მეცნიერ-მუშაკებთან მუშაობის სექტორის გამგე; 1968-1969წწ. საკავშირო ცეკას პასუხისმგებელი ორგანიზატორი; 1969-1970წწ. საქართველოს კომკავშირის ცეკას მეორე მდივანი; 1970-1973წწ. საქართველოს კომაკავშირის ცეკას პირველი მდივანი; 1973-1974წწ. პარტიის გორის რაიკომის პირველი მდივანი; 1974-1985წწ. საქართველოს კომპარტიის მდივანი; 1985-1989წწ. საქართველოს კომპარტიის პირველი მდივანი; 1989-1999წწ. მიწათმოქმედების სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი; 1992-1995წწ. საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "ერთობა", საარჩევნო ფორმა: მაჟორიტარული, მაჟორიტარი №5.27 მცხეთის ერთმანდატიანი საარჩევნო ოლქიდან; 1999-2004წწ. საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "საქართველოს აღორძინება", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით; 2004-2008წწ. საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: საინიციატივო ჯგუფი, მაჟორიტარი №32 გორის საარჩევნო ოლქიდან; საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს არაერთგზის დეპუტატი; 1999 წლიდან მიწათმოქმედების ინსტიტუტის კონსულტანტი; საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატი (1995, 2000); სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა კანდიდატი. წყარო: საქართველოს პარლამენტის ვებ-გვერდი: parliament.ge; საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015/კობა ამირხანაშვილი.- თბ.-2015.-გვ. 289 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |