The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



დათუნა (დავით) ქსნის ერისთავი

დაბადების თარიღი:16??
გარდაცვ. თარიღი:1717
კატეგორია:დიდგვაროვანი

ბიოგრაფია

ერისთავი 1675-1696წწ., 1700–1717წწ., შალვა ქსნის ერისთავის ძე; ცოლად ჰყავდა ქართლის მეფის გიორგი XI-ის ასული; 1675 წელს გიორგი XI-მ, რომელიც იმ დროს ქართლის გამგებლად იყო, გააძევა აჯანყებული იესე ქსნის ერისთავი და ერისთავად დათუნა დანიშნა; 1688 წელს დათუნა ქსნის ერისთავი არ დაეხმარა გიორგი XI-ს აჯანყებული გიორგი არაგვის ერისთავის წინააღმდეგ ბრძოლაში; არაგვის ერისთავი მაინც დამარცხდა და მეფის კარზე მივიდა პატიების სათხოვნელად, მაგრამ დათუნა ქსნის ერისთავის წაქეზებით მეფესთან არ შესულა, ისე გაიპარა; ქართლში ერეკლე I–ის გამეფებიდან (1688) დათუნა ქსნის ერისთავი ხან ერეკლე I-ს ემხრობოდა და ხან გიორგი XI-ს; 1696 წელს ერეკლე I-მა დათუნა ქსნის ერისთავი გადააყენა და გიორგი XI-ის სხვა მომხრეებთან ერთად ირანში გაგზავნა; ერისთავად დათუნა ქსნის ერისთავის ბიძაშვილი დავითი დანიშნა; 1700 წელს დათუნას დედის წაქეზებით ქსნისხეველები აჯანყდნენ და დავით ქსნის ერისთავი მოკლეს; ერეკლე I-მა აჯანყება ჩააქრო, ირანიდან გამოიწვია დათუნა და კვლავ ერისთავად დასვა (1700), ვახტანგ VI–ის ქართლის გამგებლად დანიშვნის შემდეგ, როგორც ჩანს, დათუნა ქსნის ერისთავი ერთხანს ვახტანგის ერთგული იყო, შემდეგ მასაც გადაუდგა და გიორგი არაგვის ერისთავთან ერთად შაჰს ვახტანგის გადაყენება და იესეს მეფედ დანიშვნა სთხოვა; იესეს მეფობაში (1714-1716) იგი ქართლის მეფის სახლთუხუცესი იყო; 1717 წელს მეფე ბაქარმა სახლთუხუცესობა ჩამოართვა; დათუნა ქსნის ერისთავი მეფეს გადაუდგა; ბაქარმა თავისი ძმა ვახუშტი ბატონიშვილი გაგზავნა ჯარით დათუნას წინააღმდეგ, მაგრამ ერისთავის ბრძოლის დაწყებამდე გარდაიცვალა, მისი შვილები გადაიხვეწნენ, ვახუშტიმ ქსნის საერისთაო დაიკავა.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. – თბ., 2012. – გვ.297


გააზიარე: