შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ვანლერ დაისელი![]()
ბიოგრაფიასწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტზე 1927 წლიდან. წერდა პატარა ლექსებს; ავტორია პოეტური კრებულებისა: "მზის სისხლი" (1926), "გული და დღეები" (1927), "გუშინ და ხვალ" (1928); ცალკე წიგნად გამოვიდა მისი მოთხრობა "ლივილა" (1927). ლიტერატურული ორდენის "სომნამბულების" დამფუძნებელი; ის თავისი შემოქმედებით მუდმივად აპროტესტებდა საქართველოს დამოუკიდებლობის დაკარგვას და წითელ დიქტატურას. მხოლოდ 1922-1925 წწ. სამჯერ იქნა დაპატიმრებული ანტისაბჭოთა საქმიანობისთვის. არაერთი დაკავების და სისტემატიური დევნის მიუხედავად, არ უშინდებოდა არსებულ რეჟიმს. პოეტი ბოლშევიკებმა 1929 წელს მეოთხედ დააპატიმრეს და 3 წლით გადაასახლეს. ვანლერ დაისელი გადასახლებიდან არ დაბრუნებულა, 1932 წელს არხანგელსკში ქრება მისი კვალი. სავარაუდოდ ის 1932 წელსვე შეეწირა რეჟიმს, იმსხვერპლა პოლიტიკურმა რეპრესიებმა. 1929 წლის შემდეგ, არასდროს არ გამოცემულა ვანლერ დაისელის წიგნი. მხოლოდ, 2018 წელს გახდა შესაძლებელი წიგნის "მზის სისხლი" (შემდგენელ-რედაქტორი ლევან ჟვანია) გამოცემა, რომელიც აერთიანებს დაისელის სიცოცხლეში, კერძოდ 1926-1929 წლებში დაბეჭდილ მხატვრულ ტექსტებს და სხვა გამოუქვეყნებელ ლექსებს, მოთხრობებს, მინიატურებს, პირად წერილებს და შსს სამინისტროს აქრივში სისხლის სამართლის საქმეების ნაწილს. 2019 წელს გამოიცა მეორე წიგნი - "გადამტყდარი რკალი" (შემდგენელ-რედაქტორი ლევან ჟვანია). აგრეთვე, 2019-2020 წელს, მის საცხოვრებელ სახლთან გაიხსნა პოეტის მემორიალური დაფა, ხოლო, თბილისის ერთ-ერთ ქუჩას ეწოდა მისი სახელი. ვანლერ დაისელმა ახალი პოეტური ორდენი "სომნამბულიზმი" შექმნა. იგი არის საქართველოს დამოუკიდებლობისთვის მებრძოლი პოეტი, რომელიც გმობდა რუსულ იმპერიალიზმს და ღიად ეწეოდა ანტისაბჭოთა აგიტაციას, რისთვისაც სამშობლოდან გადაასახლეს. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. – თბ., 2012. – გვ.297; ქვემო ქართლში ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |