შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ზაზა რევიშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი 1991 წელს. 1981-1982წწ. სამშენებლო სამმართველო N3, მუშა; 1984-1986წწ. რადიო-ტელეცენტრის დეკორაციების დამდგმელი; 1987–1989წწ. შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანოები; 1989–1990წწ. საწარმოო ტექნოლოგიური კომპლექტაციის სამმართველო, მე–3 თანრიგის მუშა; 1989–1991წწ. შემოქმედებით–საწარმოო გაერთიანება "საქტელეფილმი", ტექნიკური ინჟინერი; 1991-1992წწ. შინაგან საქმეთა ორგანოები; 2004-2005წწ. ქ. თბილისის მერია, კანონიერების დაცვის გენერალური ინსპექციის წამყვანი სპეციალისტი; 2005–2006წწ. შპს "თბილისის მეტროპოლიტენი", მარკეტინგის სამსახურის უფროსი; 2006-2008წწ. საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "ნაციონალური მოძრაობა - დემოკრატები", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით. წყარო: საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.ge; საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015/კობა ამირხანაშვილი.- თბ.-2015.-გვ.297 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |