შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ფრიდონ რუხაია![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: მარტვილის რაიონი. დაამთავრა თბილისის პოლიტექნიკური ტექნიკუმის "სამრეწველო და სამოქალაქო მშენებლობის" სპეციალობა მშენებელ-ტექნიკოსის კვალიფიკაციით; საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის გეოლოგიური ფაკულტეტის "ნავთობისა და გაზის საბადოების დამუშავების ტექნიკა და კომპლექსური მექანიზაციის" სპეციალობა სამთო ინჟინრის კვალიფიკაციით 1984 წელს; 1986-1989წწ. სსრკ მეცნიერებათა აკად. მოსკოვის ნავთობისა და გაზის პრობლემების შემსწავლელი ინსტიტუტის სამეცნიერო ხარისხის მაძიებელი; საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული ფინანსების სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტი 2004 წელს; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი სამართალმცოდნეობის სპეციალობით (ბაკალავრის ხარისხი) 2007 წელს; კოლუმბიის უნივერსიტეტის (აშშ) საზოგადოების ენის პროგრამა (2019). 1976-1978წწ. სამხედრო სავალდებულო სამსახური, ინჟინერი; 1978 წელს წალენჯიხის ტყემრეწვმეურნეობა, მუშა; 1984-1986წწ. საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ნავთობისა და გაზის საბადოების ბურღვის, დამუშავებისა და ძიების (N70) კათედრა, ლაბორანტი; 1986-1991წწ. საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ნავთობისა და გაზის საბადოების ბურღვის, დამუშავებისა და ძიების N70 კათედრა, ასისტენტი; 1991-1995წწ. საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ნავთობისა და გაზის საბადოების ბურღვის, დამუშავებისა და ძიების N70 კათედრა, უფროსი მასწავლებელი; 1995-1996წწ. შინაგან საქმეთა სამინისტროს სატრანსპორტო პოლიციის მთავარი სამმართველოს ტვირთების დანაშაულებრივი ხელყოფის წინააღმდეგ მებრძოლი სამსახურის განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა უფროსი ინსპექტორი; 1996-2000წწ. შინაგან საქმეთა სამინისტროს სატრანსპორტო პოლიციის დეპარტამენტის ტვირთების დანაშაულებრივი ხელყოფის წინააღმდეგ მებრძოლი სამსახურის უფროსი; 2000-2001წწ. შინაგან საქმეთა სამინისტროს კორუფციასთან და ეკონომიკურ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს სამოხელეო დანაშულთან ბრძოლის სამმართველოს განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა უფროსი ინსპექტორი; 2001 წლიდან შ.ს.ს მოქმედი რეზერვი; 2001-2002წწ. საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის საბაჟო "ფოთის" უფროსი; 2002-2003წწ. საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის რეგიონალური საბაჟო "დასავლეთის" უფროსი; 2004-2008წწ. საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის წევრი: მაჟორიტარი N65 მარტვილის საარჩევნო ოლქი, საინიციატივო ჯგუფი, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის წევრი, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე (2005-2008), ფრაქცია "მაჟორიტარების" თავმჯდომარის მოადგილე (2004-2008); 2005-2006წწ. საბაჟო ტერმინალ "ოპიზასთან" დაკავშირებით საქართველოს პარლამენტის წევრების მიერ "საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ" და "საქართველოს პარლამენტის წევრის სტატუსის შესახებ" საქართველოს კანონების მოთხოვნათა დარღვევის საკითხთა შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარე; 2008-2012წწ. საქართველოს რკინიგზის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი; 2012 წლიდან შ.პ.ს "მაგის" დირექტორი. არის 50-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი და თანაავტორი, მათ შორის სახელმძღვანელოსი. პოლიციის პოლკოვნიკი, ეკონომიკის აკადემიური დოქტორი. სადისერტაციო თემა - "საბაჟო-საგადასახადო სისტემის ფორმირებისა და რეგულირების თავისებურებები საქართველოში გარდამავალ ეტაპზე". წყარო: საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი:parliament.ge; საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015 / კობა ამირხანაშვილი.- თბ.-2015.-გვ. 300 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |