The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



დავით თელია

დავით თელია
ოფიციალური სახელი:ალექსანდრე თელია
დაბადების თარიღი:30 ივნისი, 1954  (69 წლის)
კატეგორია:ექიმი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის პედიატრიული ფაკულტეტი 1978 წელს.

1978–1979წწ. იყო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ინტერნი; 1979–1981წწ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ჰოსპიტალური პედიატრიის კათედრის კლინიკური ორდინატორი; 1981–1984წწ. ალერგიის კათედრის ასპირანტი; 1984–1994წწ. ასისტენტი; 1993 წლიდან თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ალერგოლოგიისა და კლინიკურ-იმუნოლოგიის კათედრაზე ეკავა სხვადასხვა თანამდებობა: 1994–1996წწ. კათედრის დოცენტი; 1994 წლიდან არის ბავშვთა რესპუბლიკური რეაბილიტაციის ცენტრის პედიატრიული განყოფილების გამგე; 1996–2001წწ. იყო კათედრის გამგე, 2003-2005 წწ. ექსპერიმენტული და კლინიკური სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი, 2005-2006 წწ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის რექტორი, 2006 წლიდან თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ალერგოლოგიისა და კლინიკური იმუნოლოგიის მიმართულების სრული პროფესორი. არის საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ექსპერტი (1977 წლიდან); ერთი სადოქტოროსა და ოთხი საკანდიდატო დისერტაციის ოფიციალური კონსულტანტი და ხელმძღვანელი; ავტორია 40 სამეცნიერო ნაშრომისა. მისი სამეცნიერო შრომები ეხება ალერგოზების ეპიდემიოლოგიას, ბრონქული ასთმის, კვებითი ალერგიისა და ატოპიური დერმატიტის შესწავლას ბავშვთა და მოზრდილთა პოპულაციაში და სხვა. პედიატრი, ალერგოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "იმუნოგლობულინ E-თი განპირობებული ალერგიული რეაქციათა როლი ბავშვთა ასაკის ალერგოზებში", დაიცვა 1984 წელს;

სადოქტორო დისერტაციის თემა - "ფიზიკური დატვირთვით განპირობებული ბრონქული ასთმა ბავშვთა ასაკში", დაიცვა 1993 წელს.

წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.118; საქართველო: ენციკლოპედია: ტ. IV. -თბ., 2018. -გვ.35-36

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ალერგოლოგ–იმუნოლოგთა და იმუნორეაბილიტოლოგთა საზოგადოების გამგეობა, წევრი
  • საქართველოს ასთმოლოგთა, ალერგოლოგთა და იმუნოლოგთა ასოციაცია, პრეზიდენტი (2000-)
  • საქართველოს ექიმთა ასოციაციის გამგეობა, წევრი
  • საქართველოს სამედიცინო-ბიოლოგიური აკადემია, წევრი (1998-)

გააზიარე: