შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გია თვალავაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების: ქ. ლანჩხუთი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1987 წელს. 1987–1988წწ. იყო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის რესპუბლიკური ცენტრალური კლინიკური საავადმყოფოს ზოგადი ქირურგიის განყოფილების ექიმი–ინტერნი; 1988–1991წწ. ლანჩხუთის ცენტრალური საავადმყოფოს ქირურგიული განყოფილების ექიმი–ქირურგი; 1991–1998წწ. მუშაობდა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ქირურგიის პირველიდი სპეციალიზაციის კათედრაზე; 1998 წლის 23 თებერვლიდან ლანჩხუთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორად. ავტორია 14 სამეცნიერო ნაშრომის ზოგადი ქირურგიის საკითხებზე და სხვა პრობლემებზე. ქირურგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "პოლიაკრილამიდით დაფარული მაღალ დისპერსიული რკინის ნაწილაკების გამოყენება საქმკურნალო საშუალებათა გამიზნული გადატანისათვის", დაიცვა 1993 წელს. წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.119
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |