The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



მერაბ თვალაძე

მერაბ თვალაძე
Date of birth:5 January, 1941
Date of death:August, 2010  (at 69 years)
Category:Medical Doctor, Scientist

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფდაკულტეტი 1964 წელს.

1961–1964წწ. - ფერშალი; 1964–1966წწ. - ტყვარჩელის ქირურგიული განყოფილების ორდინატორი; 1966–1968წწ. - კლინიკური ორდინატურა მოსკოვში; 1969–1991წწ. -თბილისის ექიმთა დახელოვნების სახელმწიფო ინსტიტუტის სისხლძარღვთა ქირურგიის კათედრის დოცენტი; 1991 წელს - ბორჯომში რაიონისა და საავადმყოფოს მთავარი ექიმი; 1992 წლიდან - თბილისის სამედიცინო აკადემიის სისხლძარღვთა და გადაუდებელი მიკროქირურგიის კათედრის დოცენტი; 1997 წლიდან - ამავე კათედრის გამგე; ავტორია 81 სამეცნიერო ნაშრომის. კვლევის თემა: ულტრაიისფერი სხივებით დამუშვებული აუტოსისხლის, სისხლის შემცველობის და ხსნარების რეინფუზიის მეთოდის გამოყენება ანგიოლოგიაში და ანგიოქირურგიაში. მიღებული აქვს ბ. პეტროვსკის სახელობის საპატიო მედალი (1992). მიკრო-ქირურგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (2005), პროფესორი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "რენოვასკულარული ჰიპერტონიის ქირურგიული მკურნალობა თირკმლის არტერიიდან აორტალური არტერექტომიის მეთოდით", დაიცვა 1972 წელს.

წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში: თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.119; საქართველოს მეცნიერებათა დოქტორები, 1992-2006/შემდგ. და რედ.: ირინა ჯაფარიძე. -თბ., 2012. -გვ.326

Member of Organizations

  • თბილისის ქირურგიული საზოგადოება, წევრი
  • ტრანსპლანტოლოგთა საზოგადოება, წევრი

Awards and Honors

  • 1970 - გრიგოლ მუხაძის სახელობის მედალი

Share: