შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გიორგი თვალიაშვილი![]()
ბიოგრაფიადაიბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1970 წელს. 1971–1974წწ. იყო ექიმი–ორდინატორი; 1975–1982წწ. უმცროსი მეცნიერ–თანამშრომელი; 1982–1990წწ. უფროსი მეცნიერ–თანამშრომელი; 1991–1993წწ. წამყვანი მეცნიერ–თანამშრომელი; 1993 წლიდან ხელმძღვანელობს ბავშვთა დერმატოლოგიურ განყოფილებას. ავტორია 42 სამეცნიერო ნაშრომის, გამოქვეყნებული აქვს მონოგრაფია. ხელმძღვანელობს კლინიკური ორდინატორებისა და ინტერნების მომზადებას. დერმატო–ვენეროლოგი, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს დედათა და ბავშვთა დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ტრიქოფიტია საქართველოში", დაიცვა1986 წელს. წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.119 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |