The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ვლადიმერ აბაევი

ვლადიმერ აბაევი
დაბადების თარიღი:22 მარტი, 1886
გარდაცვ. თარიღი:24 აგვისტო, 1968  (82 წლის ასაკში)
კატეგორია:ეკონომისტი, მეცნიერი, პოლიტიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი სბა, ჯავის რაიონი.

დაამთავრა თბილისის პედაგოგიური ინსტიტუტი.

ბოლშევიკური მოძრაობის მონაწილე საქართველოსა და ჩრდილოეთ კავკასიაში, საბჭოთა სახელმწიფო მოღვაწე. რევოლუციურიკომიტეტის თავმჯდომარე ცხინვალში. ამბოხების დამარცხების შემდეგ იყო ჩრდილო კავკასიელ მთიელთა რესპუბლიკის სახალხო კომისართა საბჭოს მდივანი (1921), შემდეგ გაზეთ "გორსკაია ბედნოტის" რედაქტორი. 1931–1934 წლებში მუშაობდა სსრკ სავაჭრო წარმომადგენლობაში დანიასა და საფრანგეთში. 1934 წლიდან იყო ყირიმის ბოტანიკური ბაღის დირექტორი. 1943–1951 წლებში იყო სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი იყო ცხინვალში. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი (1967).

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.10

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა (ბოლშევიკური) პარტია (1918-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1967 - საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე
  • შრომის წითელი დროშის ორდენი

გააზიარე: