შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
მანანა აბაზაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. კალინინგრადი. დაამთავრა ვახტანგ ჭაბუკიანის სახელობის თბილისის ქორეოგრაფიული სასწავლებელი 1965 წელს; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დასავლეთ ევროპის ენებისა და ლიტერატურის ფაკულტეტი ფრანგული ენის სპეციალობით 1971 წელს. 1963 წელს პროფესიული განათლების მქონე მოცეკვავე მიიწვიეს საქართველოს ხალხური ცეკვის სახელმწიფო აკადემიურ ანსამბლში, სადაც ნ. რამიშვილისა და ი. სუხიშვილის ხელმძღვანელობით საბოლოოდ დაიხვეწა მის საშემსრულებლო ოსტატობა; იგი განსაკუთრებით გამოირჩეოდა ცეკვებში: "ხევსურული სუიტა", "აჭარული", "ქაჯეთის ციხის აღება", "ხაბარდა" და სხვა. მის ცეკვას ახასიათებს დახვეწილი არტისტიზმი, სცენური მომხიბვლელობა და მაღალი პროფესიონალიზმი. აკადემიურ ანსამბლში მოღვაწეობის 25 წლის მანძილზე მან ტრიუმფით მოიარა მსოფლიოს მრავალი ქვეყანა. 1985 წლიდან აბაზაძე პედაგოგად მუშაობდა ქორეოგრაფიულ ანსამბლში "ნინო", პარალელურად იყო ქართული ცეკვის პედაგოგი თბილისის ი. სუხიშვილის სახ. ქართული ცეკვის სახელმწიფო სკოლა-სტუდიაში. შესრულებული აქვს სოლო პარტიები, გადაღებულია ფილმებში: "მე, ბებია, ილიკო და ილარიონი" (1962, მერი), "მაცი ხვიტია" (1966, ეკა), "უსახელო უფლისციხელი" (1968). წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.10; 2007 წლის საიუბილეო თარიღები: თეატრი, მუსიკა, კინო, ქორეოგრაფია.- თბ., 2007.- გვ.73; ეროვნული ფილმოგრაფია: geocinema.ge ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |