The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუკის გვერდზე



მანანა აბაზაძე

მანანა აბაზაძე
დაბადების თარიღი:23 ივლისი, 1947  (70 წლის)
კატეგორია:მოცეკვავე, ქორეოგრაფი, ხელოვნების მუშაკი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. კალინინგრადი.

დაამთავრა თბილისის ქორეოგრაფიული სასწავლებელი 1965 წელს; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დასავლეთ ევროპის ენებისა და ლიტერატურის ფაკულტეტი 1971 წელს.

1964–1987 წლებში იყო საქართველოს ხალხური ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლის მსახიობ–მოცეკვავე. შესრულებული აქვს სოლო პარტიები: "ხევსურული", "აჭარული". გადაღებულია ფილმებში: "მე, ბებია, ილიკო და ილარიონი" (1962, მერი). "მაცი ხვიტია" (1966, ეკა), "უსახელი უფლისციხელი"(1968). 1987 წლიდან ეწევა პედაგოგიურ მოღვაწეობას.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.10

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1985 - საქართველოს სსრ სახალხო არტისტი
  • 1981 - საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე

გააზიარე: