The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუკის გვერდზე



ნიკოლოზ აბაზაძე

დაბადების თარიღი:19 ივლისი, 1863
გარდაცვ. თარიღი:1 ოქტომბერი, 1931  (68 წლის ასაკში)
კატეგორია:ეთნოლოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: დაბა სურამი.

დაამთავრა მოსკოვის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი 1890 წელს.

მუშაობდა თბილისსა და სურამში. იყო ნაფიცი მსაჯული, ადვოკატთა კოლეგიის წევრი. მან მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ქართველი ხალხის სოციალური და სამეურნეო ყოფის შესწავლაში. მისი მთავარი შრომები: "საოჯახო თემი ქართველებში"(1893) და "ხანულობა" წველაში მოზიარეობის წეს-ჩვეულება"(1898 ორივე რუსულ ენაზე), დაიწერა ქართლის ეთნოგრაფიული მასალის საფუძველზე, ეძღვნება ოჯახის ფორმისა და სამეურნეო საქმიანობის საკითხებს. საზოგადო მოღვაწე.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.10


გააზიარე: