შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გიორგი სალაყაია![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტი 1992 წელს. 1985 წელს ს/გ "ელვა" ქ.ნ. "ჰიდრომეტხელსაწყო", მღარავის მოსწავლე; 1986 წელს ს/გ "ელვა" II თანრიგის მღარავი; 1990 წელს ტრესტი N2 "საქსათბობმშენის" სპეც. სამშ. სამონტაჟო სამმართველო, ბრიგადირი; 1990-1991წწ. ტრესტი N2 "საქსათბობმშენის" სპეც. სამშ. სამონტაჟო სამმართველო, ამწყობი მემონტაჟე; 1991-1992წწ. ტრესტი N2 "საქსათბობმშენის" სპეც. სამშ. სამონტაჟო სამმართველო, მშენებელი ოსტატი; 1993 წელს ტრესტი N2 "საქსათბობმშენის" სპეც. სამშ. სამონტაჟო სამმართველო, უფროსი სამუშაოს მწარმოებელი; 1993-1994წწ. ტრესტი N2 "საქსათბობმშენის" სპეც. სამშ. სამონტაჟო სამმართველო, მთავარი ინჟინრის მოადგილე, ტექნიკური განყოფილების უფროსი; 1994-1995წწ. ტრესტი N2 "საქსათბობმშენის" სპეც. სამშ. სამონტაჟო სამმართველო, მთავარი ინჟინერი; 1995 წელს ს/გ "აზოტი", გენერალური დირექტორის მრჩეველი-კოორდინატორი მშენებლობის, არქიტექტურის საკითხებში; 1995-1996წწ. ს/გ "აზოტი", გენერალური დირექტორის მოადგილე მშენებლობის, არქიტექტურის და სადიზაინო საკითხებში; 1996-1999წწ. ს/გ "აზოტი", კოსმეტიკური ფანქრების ქარხნის დირექტორი; 1999-2000წწ. შ.პ.ს. "ინტერპაკი", კომერციული დირექტორი; 2000-2003წწ. ს/ს "რუსთავცემენტის" დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე; 2002-2003წწ. ს/ს "საქცემენტი" გენერალური დირექტორი; 2004-2008წწ საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: ბლოკი "ახალი საქართველოსთვის", საარჩევნო ფორმა: მაჟორიტარული, მაჟორიტარი №20 რუსთავის საარჩევნო ოლქიდან. 2002 წელს მიიღო საუკეთესო ახალგაზრდა ბიზნესმენის წოდება. ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი. წყარო: საქართველოს პარლამენტის ვებ გვერდი: parliament.ge; საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015/კობა ამირხანაშვილი.- თბ.-2015.-გვ.303 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |