The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გიორგი სალაყაია

გიორგი სალაყაია
დაბადების თარიღი:10 ივლისი, 1970  (53 წლის)
კატეგორია:ინჟინერი, მეცნიერი, პოლიტიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი

დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტი 1992 წელს.

1985 წელს ს/გ "ელვა" ქ.ნ. "ჰიდრომეტხელსაწყო", მღარავის მოსწავლე; 1986 წელს ს/გ "ელვა" II თანრიგის მღარავი; 1990 წელს ტრესტი N2 "საქსათბობმშენის" სპეც. სამშ. სამონტაჟო სამმართველო,  ბრიგადირი; 1990-1991წწ. ტრესტი N2 "საქსათბობმშენის" სპეც. სამშ. სამონტაჟო სამმართველო, ამწყობი მემონტაჟე; 1991-1992წწ. ტრესტი N2 "საქსათბობმშენის" სპეც. სამშ. სამონტაჟო სამმართველო, მშენებელი ოსტატი; 1993 წელს ტრესტი N2 "საქსათბობმშენის" სპეც. სამშ. სამონტაჟო სამმართველო, უფროსი სამუშაოს მწარმოებელი; 1993-1994წწ. ტრესტი N2 "საქსათბობმშენის" სპეც. სამშ. სამონტაჟო სამმართველო, მთავარი ინჟინრის მოადგილე, ტექნიკური განყოფილების უფროსი; 1994-1995წწ. ტრესტი N2 "საქსათბობმშენის" სპეც. სამშ. სამონტაჟო სამმართველო, მთავარი ინჟინერი; 1995 წელს ს/გ "აზოტი", გენერალური დირექტორის მრჩეველი-კოორდინატორი მშენებლობის, არქიტექტურის საკითხებში; 1995-1996წწ. ს/გ "აზოტი", გენერალური დირექტორის მოადგილე მშენებლობის, არქიტექტურის და სადიზაინო საკითხებში; 1996-1999წწ. ს/გ "აზოტი", კოსმეტიკური ფანქრების ქარხნის დირექტორი; 1999-2000წწ. შ.პ.ს. "ინტერპაკი", კომერციული დირექტორი; 2000-2003წწ. ს/ს "რუსთავცემენტის" დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე; 2002-2003წწ. ს/ს "საქცემენტი" გენერალური დირექტორი; 2004-2008წწ საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: ბლოკი "ახალი საქართველოსთვის", საარჩევნო ფორმა: მაჟორიტარული, მაჟორიტარი №20 რუსთავის საარჩევნო ოლქიდან. 2002 წელს მიიღო საუკეთესო ახალგაზრდა ბიზნესმენის წოდება. ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი.

წყარო: საქართველოს პარლამენტის ვებ გვერდი: parliament.geსაქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015/კობა ამირხანაშვილი.- თბ.-2015.-გვ.303

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტი, წევრი (2004-2008)
  • საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის გარემოს დაცვის და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი, წევრი (2006-2008)
  • საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "დამოუკიდებელი მაჟორიტარები", წევრი (2004-2004)
  • საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "მაჟორიტარები", წევრი (2004-2006)
  • საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "მრეწველები", წევრი (2006-2008)
  • საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი, წევრი (2005-2006)

გააზიარე: