შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
აბაზ ბაკურიანის ძე![]()
ბიოგრაფიააბაზ ბაკურიანის ძე იყო XI საუკუნის ქართველი მოღვაწე, ბიზანტიის იმპერიის მაგისტროსი, ძმა გრიგოლ ბაკურიანის ძისა. მსახურობდა ბიზანტიის სხვადასხვა პროვინციებში. ჯერ ანტიოქიაში ჰქონდა მამულები, შემდეგ მათ სანაცვლოდ თესალონიკესა და სერეს თემებში მიიღო სოფლები, რომლებიც მისი ანდერძის თანახმად გრიგოლმა პეტრიწონის ქართველთა მონასტერს გადასცა. ამის გამო აბაზ ბაკურიანის ძე ამ მონასტრის სიკვდილშემდგომ ქტიტორად ითვლებოდა. დიდ მზრუნველობას იჩენდა ათონის ივერთა მონასტრის ქონებრივ კეთილდღეობაზეც. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.10
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |