The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



აბაზ ბაკურიანის ძე

დაბადების თარიღი:10??
გარდაცვ. თარიღი:10??
კატეგორია:სასულიერო პირი

ბიოგრაფია

აბაზ ბაკურიანის ძე იყო XI საუკუნის ქართველი მოღვაწე, ბიზანტიის იმპერიის მაგისტროსი, ძმა გრიგოლ ბაკურიანის ძისა. მსახურობდა ბიზანტიის სხვადასხვა პროვინციებში. ჯერ ანტიოქიაში ჰქონდა მამულები, შემდეგ მათ სანაცვლოდ თესალონიკესა და სერეს თემებში მიიღო სოფლები, რომლებიც მისი ანდერძის თანახმად გრიგოლმა პეტრიწონის ქართველთა მონასტერს გადასცა. ამის გამო აბაზ ბაკურიანის ძე ამ მონასტრის სიკვდილშემდგომ ქტიტორად ითვლებოდა. დიდ მზრუნველობას იჩენდა ათონის ივერთა მონასტრის ქონებრივ კეთილდღეობაზეც.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.10


გააზიარე: