The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



თამარ აბაკელია

თამარ აბაკელია
დაბადების თარიღი:1 სექტემბერი, 1905
გარდაცვ. თარიღი:14 მაისი, 1953  (47 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონი, თბილისი
კატეგორია:მოქანდაკე, მხატვარი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ხონი.

დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია 1929 წელს.

1938 წლიდან იქვე ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას. იყო "სარმას" წევრი. თამარ აბაკელიას მნიშვნელოვანი სკულპტურული ნამუშევრებიდან აღსანიშნავია რელიეფური ფრიზი(ხუთი კომპოზიცია): "ბათუმის დემონსტრაცია", "ოქტომბერი საქართველოში", "საქართველოს ინდუსტრია", "სოფლის მეურნეობა საქართველოში" და "ბედნიერი ცხოვრება"(ქვა, 1936–1937), ყოფილი მარქსიზმ-ლენინიზმის ინსტიტუტის საქართველოს ფილიალის შენობის ფასადი. ეს ნამუშევარი 30-იანი წლებში საქართველოში მონუმენტური-დეკორატიული ქანდაკების პირველი მნიშვნელოვანი ნიმუშია, მეორე მსოფლიო ომის თემაზე შესრულებული კომპოზიცია "შურს ვიძიებთ!" (1944, ბრინჯაო, საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმი, თბილისი), ლესია უკრაინკას ძეგლი (1952, ბრინჯაო, სურამი) და სხვ. გრაფიკული ნამუშევრებიდან აღსანიშნავია "იმერელი ბიჭი" (1928), "ბროწეულის კრეფა" (1930), "ბედნიერი ოჯახი" (1936), "რთველი" (1946 საქართველოს ხელოვნების მუზეუმი, თბილისი). თამარ აბაკელიამ საქართველოს მხატვრებს შორის ერთ-ერთმა პირველმა დაასურათა "ვეფხისტყაოსანი" (1930-იანი წლები, ხელნაწერთა ინსტიტუტი, თბილისი). მასვე ეკუთვნის "დავით სასუნცის" (1939) და ვაჟა–ფშაველას პოემების (1947, საქართველოს სურათების გალერეა, თბილისი) ილუსტრაციაები. გააფორმა სპექტაკლები: ს. კლდიაშვილის "ირმის ხევი" (1945), კ. კალაძის "ლალი" (1945, კ. მარჯანიშვილის სახელობის თეატრი). კინოფილმები: "არსენა" (1937), "გიორგი სააკაძე" (1941-1942), "დავით გურამიშვილი" (1945). მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. გრაფიკოსი. კინოსა და თეატრის მხატვარი.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.12

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1942 - საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე
  • შრომის წითელი დროშის ორდენი

გააზიარე: