The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



რეზო ფირაშვილი

რეზო ფირაშვილი
დაბადების თარიღი:9 თებერვალი, 1941  (83 წლის)
კატეგორია:თანამდებობის პირი, ინჟინერი, პოლიტიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ნუკრიანი, სიღნაღის რაიონი.

დაამთავრა საქართველოს სახელმწიფო სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის მექანიზაციის ფაკულტეტი სპეციალობით სოფლის მეურნეობის მექანიზაცია 1965 წელს.

1958-1960წწ. სიღნაღის რაიონის სოფ. ნუკრიანის "პარიზის კომუნის" სახელობის კოლმეურნეობის რიგითი წევრი; 1966-1967წწ. სიღნაღის რაიონის სოფ. ნუკრიანის "პარიზის კომუნის" სახელობის კოლმეურნეობა, მთავარი ინჟინერ-მქანიკოსი; 1967-1968წწ. საქართველოს კომკავშირის სიღნაღის რაიკომი, საორგანიზაციო მუშაობის განყოფილების გამგე; 1968-1970წწ. საბჭოთა არმიის რიგები, ასეულის მეთაურის მოადგილე ტექნიკურ ნაწილში; 1970-1971წწ. საქართველოს კომკავშირის სიღნაღის რაიკომი, ინსტრუქტორი; 1971 წელს სიღნაღის რაიონის ადგილობრივი რადიომაუწყებლობა, კორესპონდენტ - ორგანიზატორი, 1971-1974წწ. სიღნაღის რაიონის სოფ. ნუკრიანის "პარიზის კომუნის" სახელობის კოლმეურნეობის თავმჯდომარე; 1974-1984წწ. სახალხო კონტროლის სიღნაღის რაიონული კომიტეტის თავმჯდომარე; 1984-1989წწ. სიღნაღის რაიონის სოფ. ნუკრიანის "პარიზის კომუნის" სახელობის კოლმეურნეობის თავმჯდომარე; 1989-1990წწ. სიღნაღის აგროსამრეწველო გაერთიანების თავმჯდომარე; 1990-1994წწ. ხირსის მევენახეობის სახელმწიფო მეურნეობის დირექტორი; 1994-1998წწ. სიღნაღის რაიონის სოფ. ნუკრიანის "კალობის" სახელობის კოლმეურნეობის თავმჯდომარე; 1998-1999წწ. სიღნაღის რაიონის საკრებულოს თავმჯდომარე; 1999-2004წწ. საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტიოს წევრი, საარჩევნო ბლოკი: "საქართველოს მოქალაქეთა კავშირი", საარჩევნო ფორმა: მაჟორიტარული, მაჟორიტარი №13 სიღნაღის საარჩევნო ოლქიდან; 2004-2008წწ. საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "ნაციონალური მოძრაობა - დემოკრატები", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით.

წყარო: საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.geსაქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015 / კობა ამირხანაშვილი.- თბ., 2015.- გვ.330

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტი, წევრი (1999-2004)
  • საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტი, წევრი (2000-2004)
  • საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი, წევრი (1999-2004)
  • საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "გაერთიანებული დემოკრატები", წევრი (2004-2004)
  • საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "საქართველოს მოქალაქეთა კავშირი", წევრი (1999-2002)
  • საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტი, წევრი (2004-2008)
  • საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტი, წევრი (2005-2005)
  • საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი, წევრი (2005-2008)
  • საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "საქართველოს რეგიონები", წევრი (2004-2008)

გააზიარე: