The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გოჩა ფიფია

გოჩა ფიფია
დაბადების თარიღი:5 აპრილი, 1965  (59 წლის)
კატეგორია:ბიზნესმენი, იურისტი, პოლიტიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი სამართლისმცოდნეობის სპეციალობით 1987 წელს; რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიური აკადემია დიპლომატიური და საკონსულო სამსახურის სპეციალობით 1993 წელს.

1987-1988წწ. თბილისის პროკურატურა, სტაჟიორ-გამომძიებელი; 1988-1989წწ. ლენინის რაიონის პროკურატურა, პროკურორის თანაშემწე; 1989-1991წწ. საქართველოს რესპუბლიკის პროკურატურა, კადრების სამმართველოს პროკურორი, საგამოძიებო სამმართველოს პროკურორი; 1993-1994წწ. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის სამართლებრივი განყოფილების უფროსი; 1994-1996წწ. საქართველოს საელჩოს პირველი მდივანი (ვაშინგტონი); 1996-2003წწ. შ.პ.ს. "უშბას" გენერალური დირექტორი; 2004-2008წწ. საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: საინიციატივო ჯგუფი, საარჩევნო ფორმა: მაჟორიტარული, მაჟორიტარი №67 ზუგდიდის საარჩევნო ოლქიდან.

წყარო: საქართველოს პარლამენტის ვებ-გვერდი: parliament.geსაქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015 / კობა ამირხანაშვილი.- თბ., 2015.- გვ.331

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტი, წევრი (2004-2008)
  • საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი, წევრი (2004-2004)
  • საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის, თვითმმართველობისა და მაღალმთიანი რეგიონების კომიტეტი, წევრი (2004-2008)

გააზიარე: