The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ლალი ფურცელაძე

ლალი ფურცელაძე
დაბადების თარიღი:8 ივნისი, 1968  (55 წლის)
კატეგორია:პედაგოგი, პოლიტიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ.თბილისის.

დაამთავრა ზაქარია ფალიაშვილის სახელობის თბილისის მე-2 სამუსიკო სასწავლებელი საგუნდო - სადირიჟორო სპეციალობით 1990 წელს.

1986–1987წწ. რადიოქარხანა, მეტაბელე; 1987 წელს სურსათვაჭრობის N 33 მაღაზია, მტვირთავი; 1990–1992წწ. ქ. თბილისის 163–ე საშუალო სკოლა, სიმღერის მასწავლებელი; 1993–2004წწ. თ. ჩანტლაძის სახ. სატირისა და იუმორის სახელმწიფო თეატრი, რეკვიზიტორი, საწყობის გამგე; 2004–2007წწ. შრომის, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სამინისტროს ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტის თბილისის სამმართველოს მთავარი სპეციალისტი; 2007-2008წწ. საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "ნაციონალური მოძრაობა - დემოკრატები", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით.

წყარო: საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.geსაქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015 / კობა ამირხანაშვილი.- თბ., 2015.- გვ.333

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტი, წევრი (2007-2008)
  • საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი, წევრი (2007-2008)
  • საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა-დემოკრატები", წევრი (2007-2008)

გააზიარე: