| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
რაიბულ თოდუა![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ვანი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1969 წელს. 1969–1972წწ. მუშაობდა ვანის რაისაავადმყოფოს ქირურგიულ განყოფილებაში, იყო მოსკოვის ვიშნევსკის სახელობის ქირურგიის ინსტიტუტის ქირურგი–ორდინატორი; 1972 წლიდან თბილისის ონკოლოგიის სამეცნიერო ცენტრის ქირურგი–ორდინატორი; მუშაობდა ონკოლოგიის სამეცნიერო ცენტრის რბილი ქსოვილების და ძვლების სიმსივნეების ქირურგიული განყოფილების უფროს მეცნიერ–თანამშრომლად. ავტორია 83 სამეცნიერო ნაშრომის. ონკო–ქირურგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი, უმაღლესი კატეგორიის ქირურგი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "მამაკაცის სარძევე ჯირკვლის კიბო, ეტიოლოგია, დიაგნოსტიკა, მკურნალობა", დაიცვა ერევანში 1983 წელს. წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.121; კომპანია "ავერსისი" ვებ-გვერდი: aversi.ge ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

