The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



თენგიზ თოიძე

დაბადების თარიღი:9 იანვარი, 1956  (69 წლის)
კატეგორია:ექიმი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ოზურგეთი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1978 წელს.

1978–1981წწ. მუშაობდა ოზურგეთის ცენტრალურ საავადმყოფოში; 1981–1984წწ. იყო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ასპირანტი; 1984–1988წწ. ქირურგიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის უმცროსი მეცნიერ–თანამშრომელი; 1988 წლიდან ამავე ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ–თანამშრომელი და ულტრაბგერითი ჯგუფის ხელმძღვანელი. ავტორია 36 სამეცნიერო ნაშრომის. უროლოგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი, 2 საკანდიდატო დისერტაციის ხელმძღვანელი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ახალშობილის თირკმლების ჰიპოთერმული ინციალური პერფუზია და კონსერვაცია",  დაიცვა 1987 წელს.

წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.122

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • სადისერტაციო–საატესტაციო საბჭო , "უროლოგიის" სწავლული მდივანი
  • ტრანსპლანტოლოგთა ასოციაციის გამგეობა, წევრი

გააზიარე: