The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გია თომაძე

გია თომაძე
დაბადების თარიღი:19 აგვისტო, 1955  (69 წლის)
კატეგორია:ექიმი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ხაშური.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1978 წელს.

1979 წელს იყო თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფოს ინტერნი; 1979–1981წწ. მოსკოვის ქირურგიის საკავშირო ცენტრის კლინიკური ორდინატორი; 1981–1984წწ. აქვე დაამთავრა ასპირანტურის კურსი და შეთავსებით მუშაობდა პასუხისმგებელ ქირურგად მოსკოვის N20 კლინიკურ საავადმყოფოში; 1994 წლიდან ქალაქის N1 კლინიკური საავადმყოფოს ბაზაზე არსებული თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ქირურგიული კათედრის (ზოგადი ქირურგიული კლინიკის) თანამშრომელია. 1988-1989წწ. მუშაობდა მინესოტის (აშშ) უნივერსიტეტის ქირურგიულ კლინიკაში; 1997-2002წწ. იყო საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს მთავარი ქირურგი, ამჟამად არის ჯანდაცვის სამინისტროს ექსპერტთა პანელის წევრი ქირურგიაში და ორგანოთა ტრანსპლანტაციაში; 2009 წლიდან თბილისის საახელმწოფი სამედიცინო უნივერსიტეტის ქირურგიის N2 დეპარტამენტის ხელმძღვანელი და პროფესორი; ამავე დროს არის გადაუდებელი ქირურგიისა და ტრავმატოლოგიის ცენტრის ზოგადქირურგიული კლინიკის სამედიცინო დირექტორი; ავტორია 150-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის, ეკუთვნის 3 გამოგონება, 7 რაციონალიზატორული წინადადება, 4 მეთოდური რეკომენდაცია. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში მონაწილეობდა როგორც ქირურგი. ქირურგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "პანკრეასის სადინარის პლომბირების კლინიკური გამოყენების ექსპერიმენტული დასაბუთება", დაიცვა 1983 წელს; სადოქტორო დისერტაცია - "შაქრიანი დიაბეტის ქირურგიული მკურნალობა", დაიცვა 1993 წელს.

წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.123; საქართველო: ენციკლოპედია: ტ. IV. -თბ., 2018. -გვ.88; წიგნი ღირსებისა: ტ. 1/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2000. - გვ.205

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ამერიკის ქირურგთა კოლეჯი, წევრი (2019-)
  • გადაუდებელ ქირურგთა საერთაშორისო ასოციაცია, წევრი (2016-)
  • ევროპის ქირურგთა ასოციაცია, წევრი
  • ევროსაბჭოს ექსპერტთა კომიტეტი ორგანოთა ტრანსპლანტაციაში, წევრი (2001-)
  • ნიუ–იორკის მეცნიერებათა აკადემია, წევრი (1997-)
  • საქართველოს ექიმთა ასოციაცია, წევრი
  • საქართველოს მედიცინის მეცნიერებათა აკადემია, აკადემიკოსი (2017-)
  • საქართველოს მუხაძის ქირურგთა ასოციაცია, პრეზიდენტი (2017-2019)
  • საქართველოს ტრანსპლანტოლოგთა ასოციაცია, პრეზიდენტი
  • ქირურგთა ინტერნაციონალური კოლეჯი, წევრი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2012 - ღირსების ორდენი
  • 2002 - გრიგოლ მუხაძის სახელობის მედალი
    სამამულო ქირურგიის განვითარებაში გაწეული წვლილისთვის
  • 1994 - მედალი "საბრძოლო დამსახურებისთვის"
    საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში ქირურგად მონაწილეობისათვის

გააზიარე: