The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ზაზა თოფურია

დაბადების თარიღი:22 მაისი, 1945  (79 წლის)
კატეგორია:ექიმი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ხონი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1969 წელს.

1970 1976წწ. იყო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის პათოლოგიური ანატომიის კათედრის ასისტენტი; 1976–1988წწ. დოცენტი; 1989 წლიდან პროფესორი; 1997 წლიდან თბილისის ექიმთა დიპლომისშემდგომი განათლების სახელმწიფო სამედიცინო აკადემიის პათოლოგიური ანატომიის კათედრის გამგე. ავტორია 80 სამეცნიერო ნაშრომის. არის პათოლოგანატომი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიების დეპარტამენტის თავმჯდომარე.

საკანდიდატო დისერტაციის თემა -"ქალის სარძევე ჯირკვლის ეპითელის ზოგიერთი კარიოლოგიური თავისებურებანი, დისჰორმონული ჰიპერპლაზიისა და კიბოს დროს", დაიცვა 1974 წელს.

სადოქტორო დისერტაციის თემა - "რესპირატორული ტრაქტის, აეროჰემატური ბარიერის ცვლილებანი ონტოგენეზში და ფილტვების არასპეციფიკურ ავადმყოფობათა დროს ექსპერიმენტში და ადამიანებში".

წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.123

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს მედიკო–ბიოლოგიური აკადემია, აკადემიკოსი

გააზიარე: