Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ზაზა თოფურია![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ხონი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1969 წელს. 1970 1976წწ. იყო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის პათოლოგიური ანატომიის კათედრის ასისტენტი; 1976–1988წწ. დოცენტი; 1989 წლიდან პროფესორი; 1997 წლიდან თბილისის ექიმთა დიპლომისშემდგომი განათლების სახელმწიფო სამედიცინო აკადემიის პათოლოგიური ანატომიის კათედრის გამგე. ავტორია 80 სამეცნიერო ნაშრომის. არის პათოლოგანატომი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიების დეპარტამენტის თავმჯდომარე. საკანდიდატო დისერტაციის თემა -"ქალის სარძევე ჯირკვლის ეპითელის ზოგიერთი კარიოლოგიური თავისებურებანი, დისჰორმონული ჰიპერპლაზიისა და კიბოს დროს", დაიცვა 1974 წელს. სადოქტორო დისერტაციის თემა - "რესპირატორული ტრაქტის, აეროჰემატური ბარიერის ცვლილებანი ონტოგენეზში და ფილტვების არასპეციფიკურ ავადმყოფობათა დროს ექსპერიმენტში და ადამიანებში". წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.123 Member of Organizations
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |