The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ირაკლი თოფურია

Date of birth:12 February, 1923
Date of death:4 February, 2006  (at 82 years)
Category:Medical Doctor, Scientist

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სანიტარული ჰიგიენის ფაკულტეტი 1944 წელს.

1944–1946წწ. იყო დიდ სამამულო ომში I უკრაინის ფრონტის ბატალიონის სანიტარული სამსახურის უფროსი; 1946–1959წწ. მალარიისა და სამედიცინო პარაზიტოლოგიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის მეცნიერ–თანამშრომელი; 1959–1962წწ. ამავე ინსტიტუტის დირექტორი; 1962 წლიდან დირექტორის მოადგილე სამეცნიერო ნაწილში; 1961–1962წწ. იმყოფებოდა ვიეტნამის დემოკრატიულ რესპუბლიკაში მალარიასთან მებრძოლ საბჭოთა სპეციალისტთა ჯგუფის ხელმძღვანელად. ავტორია 170 სამეცნიერო ნაშრომის, გამოქვეყნებული აქვს მონოგრაფიები, მასვე ეკუთვნის სამეცნიერო–პოპულარული მოკლემეტრაჟიანი ფილმის "ბრუცელოზის" სცენარი (1977; თბილისი); რესპუბლიკაში და მის გარეთ სამედიცინო პარაზიტოლოგიისა და ტროპიკული მედიცინის სამეცნიერო მუშაობის მონაწილე და ხელმძღვანელი. პარაზიტოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. მიღებული აქვს 10 სახელმწიფო მედალი და მრავალი საპატიო სიგელი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ანკილოსტომიდოზური ანემია და მისი მკურნალობა", დაიცვა 1956 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა - "მალარია და მასთან ბრძოლა საქართველოში", დაიცვა 1970 წელს.

წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.123; საქართველო: ენციკლოპედია: ტ. IV. -თბ., 2018. -გვ.100-101; წიგნი ღირსებისა: . 1/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2000. - გვ.365

Member of Organizations

  • ეპიდემიოლოგთა საზოგადოება, წევრი
  • ომის ვეტერანთა საზოგადოება, ვიცე–პრეზიდენტი
  • პროფკავშირისა და ხარისხის მიმნიჭებელი საბჭო, წევრი
  • სამედიცინო პარაზიტოლოგთა საზოგადოება, წევრი

Awards and Honors

  • 1996 - ღირსების ორდენი
    ჯანმრთელობის დაცვის საქმეში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისათვის, ნაყოფიერი სამეცნიერო და საზოგადოებრივი მოღვაწეობისათვის
  • საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე
  • ზაზა ფანასკერტელ-ციციშვილის სახელობის პრემია
  • საპატიო ნიშნის ორდენი
  • სამამულო ომის II ხარისხის ორდენი
  • წითელი ვარსკვლავის ორდენი

Share: