შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ვახტანგ ქარსელაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ავტომექანიკური ფაკულტეტი სპეციალობით ავტომობილები და ტრაქტორები 1976 წელს. 1970-1971წწ. სასკოლო ინვენტარის ფაბრიკა, მუშა; 1976-1979წწ. მართვადი გამოთვლითი მანქანების საკვლევი სამეცნიერო ინსტიტუტი, კონსტრუქტორი; 1979-1984წწ. რუსთავის ავტოვაზტექმომსახურეობის სადგური, საამქროს უფროსი ინჟინერი; 1984-1989წწ. სათადარიგო ნაწილების საქართველოს რესპუბლიკური ცენტრი, გენერალური დირექტორის მოადგილე; 1989-1992წწ. შეზღუდული სააქციო საზოგადოება ლოგოვაზის საქართველოს ფილიალის დირექტორი; 1992-1997წწ. შ.პ.ს "ლოგოვაზი", გენერალური დირექტორი; 1997-2001წწ. შ.პ.ს "აბკ", ფინანსური დირექტორი; 2001 წელს შ.პ.ს "ქაროტომოტივი", დირექტორი; 2004-2008წწ. საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "მემარჯვენე ოპოზიცია, მრეწველები, ახლები", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით. წყარო: საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.ge; საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015 / კობა ამირხანაშვილი.- თბ., 2015.- გვ. 336 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |