The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ვახტანგ ქარსელაძე

ვახტანგ ქარსელაძე
დაბადების თარიღი:4 ნოემბერი, 1953  (70 წლის)
კატეგორია:თანამდებობის პირი, ინჟინერი, პოლიტიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ავტომექანიკური ფაკულტეტი სპეციალობით ავტომობილები და ტრაქტორები 1976 წელს.

1970-1971წწ. სასკოლო ინვენტარის ფაბრიკა, მუშა; 1976-1979წწ. მართვადი გამოთვლითი მანქანების საკვლევი სამეცნიერო ინსტიტუტი, კონსტრუქტორი; 1979-1984წწ. რუსთავის ავტოვაზტექმომსახურეობის სადგური, საამქროს უფროსი ინჟინერი; 1984-1989წწ. სათადარიგო ნაწილების საქართველოს რესპუბლიკური ცენტრი, გენერალური დირექტორის მოადგილე; 1989-1992წწ. შეზღუდული სააქციო საზოგადოება ლოგოვაზის საქართველოს ფილიალის დირექტორი; 1992-1997წწ. შ.პ.ს "ლოგოვაზი", გენერალური დირექტორი; 1997-2001წწ. შ.პ.ს "აბკ", ფინანსური დირექტორი; 2001 წელს შ.პ.ს "ქაროტომოტივი", დირექტორი; 2004-2008წწ. საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "მემარჯვენე ოპოზიცია, მრეწველები, ახლები", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით. 

წყარო: საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.geსაქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015 / კობა ამირხანაშვილი.- თბ., 2015.- გვ. 336

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საზოგადოებრივი ორგანიზაცია-კავშირი "საქართველოს საავტომობილო ფედერაცია", ვიცე პრეზიდენტი (1995-)
  • საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტი, წევრი (2004-2008)
  • საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი, წევრი (2004-2006)
  • საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი, წევრი (2006-2008)
  • საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისია, წევრი (2004-2007)
  • საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "მემარჯვენე ოპოზიცია", წევრი (2004-2008)

გააზიარე: