შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გიორგი აბაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა ლენინგრადის სამხედრო–საზღვაო სასწავლებელი(1931), სამხედრო–საზღვაო აკადემიასთან არსებული უმაღლესი კურსები(1949). მსახურობდა ბალტიის ფლოტის საესკადრო ნაღმოსნებზე "ვოლოდარსკი"(1931–1932), "ლენინი"(1932–1934) ვახტის შტურმანად. იყო ტორპედოიანი კატარღა "პურგას"(1936), საესკადრო ნაღმოსნის(1938), საესკადრო ნაღმოსნების დივიზიონის(1939) და კრეისერ "მაქსიმ გორკის"(1944) მეთაური. სსრკ–ფინეთის(1939–1940) და სსრკ–გერმანიის(1941–1945) ომების აქტიური მონაწილე. თავი გამოიჩინა ლენინგრადის ბლოკადის გარღვევისათვის(1943) ბრძოლებში. მონაწილეობდა ტალინის, კრონშტადტის, ლენინგრადის დაცვაში. იყო ბალტიის ფლოტის ესკადრის სარდალი(1949), ტალინის სამხედრო–საზღვაო ბაზის მეთაური(1950), ბალტიის ფლოტის სარდლის პირველი მოადგილე(1954). 1960–1962 წლებში მუშაობდა კუბაში. 1962 წელს კარიბის კრიზისის დროს ხელმძღვანელობდა საბჭოთა სამხედრო-საზღვაო ძალებს კუბაზე. ზოგიერთი ცნობით აბაშვილმა დააყოვნა ამერიკის შეერთებული შტატების წინააღმდეგ ბირთვული დარტყმის გადაწყვეტილების მიღება. 1963 წლიდან ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას სსრ კავშირის სამხედრო–საზღვაო ფლოტის სისტემაში. 1971 წელს თადარიგში გავიდა. არის რამდენიმე სახელმძღვანელოს ავტორი. ვიცე–ადმირალი(1954), სამხედრო–საზღვაო მეცნიერებათა კანდიდატი(1964), სამხედრო–საზღვაო მოღვაწე. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.17 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |