Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ირინე ქურდაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლის ფაკულტეტი 1992 წელს, ასპირანტურა 1995 წელს. 1984-1988წწ. საქართველოს სსრ სახელმწიფო აგროსამრეწველო კომიტეტის N15 სამონტაჟო ტრესტის საწარმოო ტექნოლოგიური კომპლექტაციის სამმართველოს კადრების განყოფილების ინსპექტორი; 1992-1995წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასპირანტი "საერთაშორისო სამართლის სპეციალობით"; 1996-1997წწ. ამავე უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობის ფაკულტეტის კადრების გამგის ასისტენტი; 1997 წლიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობის ფაკულტეტის საერთაშორისო სამართლის კათედრა, მასწავლებელი; 1998-2001წწ. გაეროს განვითარების პროგრამის პროექტის, "დახმარება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს", ეროვნული ექსპერტი; 2003-2004წწ. გაეროს განვითარების პროგრამის პროექტის "კონსტიტუციური მართლმსაჯულების ხელშეწყობა საქართველოში" ეროვნული ექსპერტი; 2000 წლიდან სამოსამართლო სწავლების ცენტრი, მოწვეული ლექტორი; 2004-2008წწ. საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "ნაციონალური მოძრაობა - დემოკრატები", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით, პარლამენტის თავმჯდომარის აპარატის უფროსი; 2009-2012წწ. განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე. წყარო:საქართველოს პარლამენტი: parliament.ge; საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015 / კობა ამირხანაშვილი.- თბ., 2015.- გვ. 342 Member of Organizations
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |