| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ანა აბაშიძე![]()
Biographyანა აბაშიძე იყო კახეთის დედოფალი, ერეკლე II-ის მეორე მეუღლე და ზაალ აბაშიძის ასული. ერეკლემ მასთან 1745 წელს იქორწინა, ჰყავდათ ორი შვილი–გიორგი (შემდეგში მეფე გიორგი XII) და თამარი. ანა დედოფალმა იყიდა, აღადგინა და განაახლა XVIII საუკუნის "სადღესასწაულო". ანდერძიდან ნათლად ჩანს, თუ რა სამუშაო გასწია ანა დედოფალმა. ანდერძი ნუსხურითაა შესრულებული: "ჩუენ დედოფალ-დედოფალმან ანამ, თანამეცხედრემან პატრონისა მეფეთ-მეფისაი ჰერაკლესამან, ვიყიდეთ ძუელი ესე ნაწერი თუენი და რაიცოდენ აკლდა, აღვაწერინეთ ახალი ესე დღეთა ჩუენთა წარსამართებლად და ცოდვათა ჩვენთა და ასულთა ჩუენთა აღსაორძინებლად და ცოდვათა ჩუენთა შესანდობლად. ამინ." მწიგნობარი. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.18; ძველი ქართველი მწიგნობარი ქალები /იზოლდა ქაფიაშვილი.-თბ.,1994.-გვ.140
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

