The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



პაატა ქურდოვანიძე

პაატა ქურდოვანიძე
დაბადების თარიღი:10 მარტი, 1954  (71 წლის)
კატეგორია:ექიმი, თანამდებობის პირი, პოლიტიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი კელასური, გულრიფშის რაიონი.

დაამთავრა ქ. კრასნოდარის ყუბანის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი სპეციალობით ექიმი პედიატრი 1978 წელს.

1978-1979წწ. ბელგოროდის ოლქის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფო, ინტერნი; 1979-1982წწ. ქ. გუბკინის ბავშვთა საავადმყოფო, ჩვილ ბავშვთა განყოფილება, ექიმი ორდინატორი; 1982-1984წწ. აბაშის რაიონული ცენტრალური საავადმყოფო, რაიპედიატრი; 1984-1986წწ. მთავარი ექიმის მოადგილე სამკურნალო დარგში; 1986-1995წწ. აბაშის რაიონის მთავარი ექიმი; 1995-2000წწ. აბაშის ცენტრალური საავადმყოფოს მთავარი ექიმი; 2000 წლიდან სააქციო საზოგადოება აბაშის რაიონული საავადმყოფოს დირექტორი; 2004-2008წწ. საქართველოს მე-6 პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს", საარჩევნო ფორმა: მაჟორიტარული, მაჟორიტარი №63 აბაშის საარჩევნო ოლქიდან; 2008-2010წწ. ჯანმრთელობის, შრომისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, მინისტრის აპარატში მრჩეველი; 2011 წლიდან ს. ს. "აბაშის ამბულატორიულ-პოლიკლინიკური გაერთიანება"; 2014-2017წწ. ქ. აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე.

წყარო: საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.geivote.geსაქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015 / კობა ამირხანაშვილი.- თბ., 2015.- გვ.543

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტი, წევრი (2004-2008)
  • საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის კომიტეტი, წევრი (2006-2008)
  • საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "მაჟორიტარები", წევრი (2004-2006)
  • საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "მრეწველები", წევრი (2006-2008)
  • საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი, წევრი (2005-2008)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1999 - ღირსების მედალი

გააზიარე: