The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ანდრია აბაშიძე

ანდრია აბაშიძე
Other name:ანდრო აბაშიძე
Date of birth:15 December, 1914
Date of death:26 January, 1992  (at 77 years)
Category:Engineer, Scientist

Biography

დაბადების ადგილი: ქ. მოსკოვი.

დაამთავრა თბილისის რკინიგზის ტრანსპორტის ინჟინერთა ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1940 წელს.

1941–1947 წლებში მუშაობდა სხვადასხვა საპროექტო ორგანიზაციაში; 1947 წლიდან იყო თბილისის ჰიდროტექნიკისა და ენერგეტიკის სამეცნიერო–კვლევითი ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ–თანამშრომელი; 1958 წლიდან საქართველოს ენერგეტიკის და ჰიდროტექნიკურ ნაგებობათა დინამიკის განყოფილების გამგე; კითხულობდა ლექციებს საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში; მისი მონაწილეობით შესრულდა ექსპერიმენტული გამოკვლევები სლავიანსკის, ალიბაირამლიის, ნოვოსიმბირსკის, ხრამჰეს-1-სა და  საიანო-შუშინსკოეს ენერგოობიექტებზე; მისი შრომები ეხება ნაგებობათა გამოცდის თეორიის საკითხებს; მან შექმნა ტურბოგენერატორებისათვის განკუთვნილი ასაწყობი საძირკვლის რკინა–ბეტონის კონსტრუქციები, ტურბოაგრეგატის ლითონის საძირკველი; დაჯილდოებული იყო "სსრკ ენერგეტიკისა და ელექტროფიკაციის წარჩინებული მუშაკის ნიშნით. მეცნიერი სამშენებლო ტექნიკის დარგში. ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი (1963), პროფესორი (1967).

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.18; საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი,. 2010.- გვ. 7

Awards and Honors

  • 1974 - საქართველოს მეცნიერებისა და ტექნიკის დამსახურებული მოღვაწე
  • მედალი "კავკასიის დაცვისთვის"

Share: