Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ანდრო აბაშიძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ხონი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი 1931 წელს. 1931–1932 წლებში მუშაობდა თეთრი ზღვის ექსპედიციაში ყინულმჭრელ "რუსანოვზე" ექიმად, 1932–1934 წლებში ჩრდილო–აღმოსავლეთ პოლარულ ექსპედიციაში ყინულმჭრელ "ლიტეკზე". მონაწილეობდა ჩელიუსკინელთა გადამრჩენი ჯგუფის მუშაობაში. არქტიკაში ყოფნის დროს ასრულებდა საქართველოს გეოგრაფიული საზოგადოების დავალებასაც. შეაგროვა მდიდარი საკოლექციო მასალა. 1934 წლიდან მუშაობდა თბილისის პირველი საავადმყოფოს ენდოკრინოლოგიურ განყოფილებაში. იყო მარნეულის რაიონული საავადმყოფოს მთავარი ქირურგი. თბილისის პირველი საავადმყოფოს ბავშვთა ქირურგიული განყოფილების გამგე. მონაწილეობდა მეორე მსოფლიო ომში. იყო სამეცნიერო შრომების ავტორი. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.19 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |