The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ასლან აბაშიძე

ასლან აბაშიძე
ოფიციალური სახელი:ასლანბეგ აბაშიძე
დაბადების თარიღი:1877
გარდაცვ. თარიღი:1924  (47 წლის ასაკში)
კატეგორია:სამხედრო პირი

ბიოგრაფია

1905–1907 წლებში, რუსეთის პირველი რევოლუციის დროს მეთაურობდა საბრძოლო რაზმს. თავი გამოიჩინა ნასაკირალისა და ბათუმის ბრძოლებში 1905 წელს. 1907–1910 წლებში გადავიდა ოსმალეთში. სტამბოლში, ოტომანთა უმაღლეს სამხედრო სკოლაში მიიღო სამხედრო განათლება. 1917 წელს, თებერვლის რევოლუციის შემდეგ თავის ძმასთან ერთად ბათუმში დაბრუნდა და იბრძოდა რუსეთის იმპერიული ძალების წინააღმდეგ. საქართველოს სახელმწიფოებრიობის აღდგენის შემდეგ(1918 წელი, 26 მაისი) აქტიურად იღვწოდა ეროვნული ჯარის ნაწილების ჩამოსაყალიბებლად. 1920 წელს ბათუმში შეხვდა და დაუმეგობრდა იმჟამად  იქ მომუშავე ქაქუცა ჩოლოყაშვილს. მხარს უჭერდა საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკას და პროქართულ ორიენტაციას აჭარაში. მონაწილეობდა ქართული ეროვნული არმიის ჩამოყალიბებაში. 1918 წელს ხელმძღვანელობდა მუსლიმ ქართველთა რაზმებს სომხეთთან ომში. იყო საქართველოს ეროვნული არმიის ერთადერთი გენერალი აჭარიდან. 1921 წელს ემიგრაციაში წავიდა და კონსტანტინოპოლის ქართველ მოახალშენეებს შეუერთდა. მას მუდმივი კავშირი ჰქონდა საზღვარგარეთ მყოფ ქართველებთან და ეხმარებოდა მათ.  იყო სტამბოლის ქართული სათვისტომოს ერთ-ერთი ხელმძღვანელი. აქტიურად მონაწილეობდა 1924 წელს აჯანყების ორგანიზაციაში. გარდაიცვალა სტამბოლში 1924 წელს. გენერალი(1918), ბათუმის სადროშოს გამგებელ  სანჯაყ–ბეგ აბაშიძეთა შთამომავალი, მემედ აბაშიძის ძმა.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.19; სამხედრო ფიცის ერთგულნი: ქართველი გენერლები.-თბ., 2015.-გვ.12


გააზიარე: