The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



გიორგი-მალაქია აბაშიძე

Date of birth:16??
Date of death:15 October, 1722
Burial location:კაცხი, საგვარეულო სასაფლაო
Category:Nobleman, Religious leader

Biography

იგივე გიორგი V დასავლეთ საქართველოს გავლენიანი თავადი XVII-XVIII საუკუნეების მიჯნაზე. პირველად იხსენიება 1658–1676 წლებში "საფიცრის წიგნში". აქტიური პოლიტიკური მოღვაწეობის დაწყებამდე, მრავალ დანაშაულებათა გამო, მალაქიას სახელით ბერად იყო აღკვეცილი. დაახლოებით 1684 წელს საერო ცხოვრებას დაუბრუნდა. პოლიტიკური მოსაზრებებით დაუმოყვრდა იმერეთის ძლიერ ფეოდალებს, მთავართა და სამეფო ოჯახებს. შემდეგ ისარგებლა შინაფეოდალური ომების შედეგად სამეფო ხელისუფლების დასუსტებით და საგვარეულო სამფლობელოების გაფართოებას შეუდგა. ხელთ იგდო თავად ჩხეიძეთა ციხე-ქალაქი შორაპანი, მიითვისა მეფის სახასო მამულები ზემო იმერეთში, აგიაშვილებს წაართვა ციხისთავობა და ცუცხვათის ციხე. 1701-1707 წლებში იმერეთის ფაქტობრივი მმართველი გახდა. სამეფოში ერთგვარი წესრიგი დამყარდა და ოსმალეთსაც შეუწყვიტეს ხარკის მიცემა. აბაშიძე კულტურულ-სააღმშენებლო მოღვაწეობასაც ეწეოდა. მისი განკარგულებითა და "საფასით" გადაიწერა მრავალი ხელნაწერი, შეიმკო და მოიჭედა არაერთი ხატი და ჯვარი. 1700 წელს მისივე სახსრებით შეკეთდა პატრიარქ აბრაჰამის მონასტერი იერუსალიმში. იმერეთის თავადებს არ მოსწონდათ აბაშიძის გაძლიერება, მიემხრნენ ოსმალების მიერ გამეფებულ გიორგი VI–ს და აბაშიძეს საგვარეულო ციხესიმაგრეები წაართვეს. 1711 წელს აბაშიძე ქართლის ჯანიშინს ვახტანგ VI–ს შეეკედლა და სიცოცხლის ბოლო წლები თბილისში გაატარა.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.19


Share: