შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გოჩა აბაშიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი 1961 წელს. კინოში შესრულებული აქვს შემდეგი როლები: დათო("ისინი ჩამივიდნენ მთიდან", 1954), ბადრი("ცისკარა", 1955), თედო("ჩრდილი გზაზე", 1956), მილიციელი("აბეზარა", 1956), ვაჟა თაბაგარი("ჩვენი ეზო", 1956), მანუჩარი("მაია წყნეთელი", 1959), ელგუჯა("სად არის შენი ბედნიერება, მზია?, 1959), გაბრო("გლახის ნაამბობი", 1961). გატაცებული იყო მხატვრობით, მუსიკით, პოეზიით. წერდა ლექსებს. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.19
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |