შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
დავით აბაშიძე![]()
ბიოგრაფიადავით აბაშიძე იყო იმერეთის სამეფოს პოლიტიკური მოღვაწე XVIII საუკუნის II ნახევარში. სოლომონ I-ის სახლთუხუცესი, მაქსიმე კათალიკოსის ძმა. 1778 წელს მეთაურობდა სოლომონ I-ის წინააღმდეგ მოწყობილ თავადთა შეთქმულებას. აჯანყების ჩახშობის შემდეგ სოლომონმა თანამდებობიდან გადააყენა, ყმა-მამული ჩამოართვა და იმერეთიდან გააძევა. დავით აბაშიძემ ახალციხის საფაშოს შეაფარა თავი. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.20
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |