შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
მურმან ქურიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ტექნოლოგიური ფაკულტეტი სპეციალობა მეღვინეობა 1967 წელს; ასპირანტურა (ქ. იალტა, 1977). 1967-1968წწ. ქ. ლენინგრადის "სამტრესტის" ღვინის ქარხანა, ინჟინერ-ტექნოლოგი; 1968-1970წწ. ქ. ლენინგრადის "სამტრესტის" ღვინის ქარხანა, საამქროს უფროსი; 1970-1975წწ. საქართველოს კვების მრეწველობის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტი, უფროსი ინჟინერი, 1975-1978წწ. ინსტიტუტ "მაგარაჩში" მევენახეობისა და მეღვინეობის საკავშირო კვლევითი ინსტიტუტი, ასპირანტურა; 1978-1980წწ. საქართველოს კვების მრეწველობის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი, უფროსი მეცნიერ-მუშაკი; 1980-1983წწ. კაჭრეთის ღვინის ქარხანა, უფროსი ტექნოლოგი; 1983-1991წწ. მთავარი ინჟინერ-ტექნოლოგი; 1991-1998წწ. ქ. თბილისის შამპანური ქარხნის დირექტორის მოადგილე; 2004-2008წწ. საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "ნაციონალური მოძრაობა - დემოკრატები", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით. ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი. წყარო: საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.ge; საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015 / კობა ამირხანაშვილი.- თბ., 2015.- გვ. 343 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |