The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



დევი აბაშიძე

დევი აბაშიძე
დაბადების თარიღი:1 მაისი, 1924
გარდაცვ. თარიღი:4 აგვისტო, 2005  (81 წლის ასაკში)
კატეგორია:რეჟისორი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ისლარი, ხარაგაულის რაიონი.

დაამთავრა საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტი 1953 წელს.

სწავლობდა თბილისის სამედიცინო ინსტიტუტში 1941–1944 წლებში, საიდანაც გარიცხეს ტროცკისტის შვილობის ბრალდებით. 1944–1948 წლებში მუშაობდა მსახიობად სხვადასხვა თეატრსა და სახელმწიფო ანსამბლში. 1953–1956 წლებში იყო ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის დრამატული თეატრის დამდგმელი რეჟისორი და დასის გამგე. დადგმული აქვს შემდეგი სპექტაკლები: კ. ბუაჩიძის "ეზოში ავი ძაღლია", "მკაცრი ქალიშვილები", პ. ჯაკომეტის "დამნაშავის ოჯახი", დ. გორგაძის "ნაცნობი სახეები" და სხვ. 1957 წლიდან იყო კინოსტუდია "ქართული ფილმის" რეჟისორი. გადაღებული აქვს ფილმები: "დიდოსტატის მარჯვენა", (1969, ვ. ტაბლიაშვილთან ერთად), "ჩაძირული ქალაქის მაძიებელნი" (1972), "მრავალჟამიერი"(1976, სცენარის თანაავტორი), "ყვარყვარე" (1978), "გამოაღეთ ფანჯრები"(1980, სცენარის თანაავტორი), "ყველა კომეტა როდი ქრება" (1982), "ომი ყველასთვის ომია" (1990) და სხვ.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.20; წიგნი ღირსებისა: წ. 1 / შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2000. - გვ.237

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1999 - ღირსების ორდენი
    ქართული თეატრისა და კინოხელოვნების განვითარებაში შეტანილი პირადი დიდი წვლილისათვის, ნაყოფიერი შემოქმედებითი და საზოგადოებრივი მოღვაწეობისათვის
  • 1995 - ღირსების მედალი
  • 1980 - საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე

გააზიარე: