The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ოთარ ღორჯომელაძე

ოთარ ღორჯომელაძე
დაბადების თარიღი:15 მაისი, 1955  (64 წლის)
კატეგორია:მეცნიერი, პოლიტიკოსი, სოფლის მეურნეობის მუშაკი

ბიოგრაფია

დაამთავრა საქართველოს სუბტროპიკული ინსტიტუტი 1982 წელს.

1971-1972წწ. ჩაისა და სუბტროპიკული კულტურების საკავშირო სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის აჭარის საყრდენი პუნქტი, ქედა, მუშა; 1972-1974წწ. სოფელ ღურტის აგროტექნიკოსი; 1974-1976წწ. სავალდებულო სამხედრო სამსახური; 1976 წელს სოფელ ღურტას კოლმეურნეობის წევრი; 1982 წელს ხულოს რაიონის აგროსამრეწველო გაერთიანების უფროსი აგრონომი; 1982-1985წწ. ჩაის სუბტროპიკული კულტურებისა და ჩაის მრეწველობის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის აჭარის საყრდენი პუნქტი, მუშა; 1985-1990წწ. ინსტიტუტის მეცნიერ-მუშაკი; 1991 წელს ამავე პუნქტის უფროსი მეცნიერ-მუშაკი; 1991-1994წწ. გონიოს კოოპერაციული ინსტიტუტის აგრონომიული ფაკულტეტის დეკანი, ქ. ბათუმი; 1994-1995წწ. ბათუმის სამედიცინო-ეკოლოგიური ინსტიტუტის ბიო-ფარმაციის ფაკულტეტის დეკანი; 1995-1998წწ. კოოპერაციულ ინსტიტუტში სხვადასხვა ფაკულტეტის დეკანი, ქ. ბათუმი; 1998-1999წწ. საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აჭარის რეგიონული საკოორდინაციო სამეცნიერო ცენტრის განყოფილების გამგე, ქ. ბათუმი. სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი.

წყარო: http://parliament.ge/ge/parlamentarebi/wina-mowvevis-parlamentebi/saqartvelos-parlamenti-2004-2008-ww/otar-rorjomelaze-46072.page

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს ეკოლოგიურ მეცნიერებათა აკადემია, აკადემიკოსი (2004-2008)
  • საქართველოს მე-5 და მე-6 მოწვევის პარლამენტი, წევრი (1999-2008)
  • საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტი, წევრი (2004-2008)
  • საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "მაჟორიტარები", წევრი (2004-2008)
  • საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია, წევრ-კორესპონდენტი (2004-2008)

გააზიარე: