The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ელისაბედ თოფურიძე

Date of birth:29 March, 1928  (97 years)
Category:Medical Doctor, Scientist

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1951 წელს.

1951–1969წწ. იყო რესპუბლიკის ცენტრალური კლინიკური საავადმყოფოს პირველი თერაპიული განყოფილების ორდინატორი; 1969–1991წწ. თბილისის სანიტარიის და ჰიგიენის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის სამკურნალო კვების ლაბორატორიის ხელმძღვანელი; 1991 წლიდან თერაპიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის სამკურნალო კვების განყოფილების წამყვანი მეცნიერ–თანამშრომელი; 1969 წლიდან სამკურნალო კვების ლაბორატორიის ხელმძღვანელი; 1975 წლიდან სამკურნალო კვების განყოფილების ხელმძღვანელი. ავტორია 55 სამეცნიერო ნაშრომის, რომლებიც ეხება სიმსუქნის პრობლემებს, მის მკურნალობას და სამკურნალო კვებას. თერაპევტი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "Ферментативная функция кишечника при хр. холецистите в динамике", დაიცვა 1967 წელს მოსკოვში.

სადოქტორო დისერტაციის თემა - "Распостраненность ожирения в Груз. ССР и обосновании его диетического лечения", დაიცვა 1983 წელს მოსკოვში.

წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.124


Share: