Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
მაია თოფურიძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1951 წელს. 1951–1953წწ. იყო კურორტოლოგიის და ფიზიოთერაპიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის კლინიკური ორდინატორი; 1953–1955წწ. მუშაობდა ბაკურიანში სათხილამურო ბაზაში ექიმად; 1955–1958წწ. ბავშვთა მე–4 საავადმყოფოში ქირურგად; 1958–1960წწ. ამავე საავადმყოფოში რენტგენის კაბინეტის გამგედ; 1960–1964წწ. იყო რენტგენოლოგიის სამეცნიერ კვლევითი ინსტიტუტის ასპირანტი; 1964–1967წწ. პედიატრიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიუტუტის უმცროსი მეცნიერ–თანამშრომელი; 1967–1983წწ. ამავე ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ–თანამშრომელ–რენტგენოლოგი; 1983 წლიდან რენტგენის კაბინეტის გამგე. 10 წლის განმავლობაში უსასყიდლოდ უტარებდა პრაქტიკულ მეცადინეობებს ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის რენტგენის კათედრის მსმენელებს, სემინარებს საქართველოს რეგიონებში ექიმებისთვის. მის მიერაა დანერგილი საქართველოში ტომოგრაფიის მეთოდის გამოყენება ბავშვებში. ბავშვთა რენტგენოლოგიაში პირველი მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატია და საქართველოში პირველად მას აქვს მინიჭებული ბავშვთა რენტგენოლოგიაში უფროსი მეცნიერ– თანამშრომლის წოდება. ავტორია 48 სამეცნიერო ნაშრომის, უმაღლესი კატეგორიის ექიმი–ბავშვთა რენტგენოლოგი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ტუპერკულოზური სპონდილიტით დაავადებულ ბავშვთა ხერხემლის ტომოგრაფიული გამოკვლევა", დაიცვა 1964 წელს. წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.124 Member of Organizations
Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |