შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
თალიკო თოხაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ოზურგეთი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სანიტარული ჰიგიენის ფაკულტეტი 1949 წელს. 1949–1959წწ. იყო მახარაძის ბავშვთა პოლიკლინიკის ექიმი–პედიატრი; 1959–1961წწ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის საფაკულტეტო პედიატრიის კათედრის კლინიკური ორდინატორი; 1961–1965წწ. რუსთავის მთავარი პედიატრი; 1965–1976წწ. კურორტოლოგიისა და ფიზიოთერაპიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის კლინიკური განყოფილების პედიატრიული ჯგუფის უმცროსი მეცნიერ–თანამშრომელი; 1977 წლიდან ამავე ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ–თანამშრომელი. ავტორია 50 სამეცნიერო ნაშრომის. იყო საქართველოს კურორტებზე არსებული ბავშვთა სანატორიუმების კონსულტანტი; თბილისის ჯანმრთელობის დაცვის სამმართველოს ქალაქის მთავარი შტატგარეშე სპეციალისტი ბავშვთა საკურორტო დახმარების დარგში. პედიატრი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი. საკანდიდატო დისრტაციის თემა - "ინფექციური არასპეციფიკური (რევმატოიდული) ართრიტით დაავადებულ ბავშვთა მკურნალობის შედარებითი ეფექტურობა კურორტების წყალტუბოსა და ახტალის პირობებში", დაიცვა 1975 წელს. წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.125 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |