The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ლევან თოხაძე

დაბადების თარიღი:18 მაისი, 1957  (67 წლის)
კატეგორია:ექიმი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1981 წელს.

1981–1982წწ. იყო რესპუბლიკური ცენტრის კლინიკური საავადმყოფოს ზოგადი ქირურგიის განყოფილების ექიმი–ინტერნი; 1982–1986წწ. ბოლნისის რაისავადმყოფოს ქირურგი; 1986–1989წწ. თბილისის პედიატრიული ფაკულტეტის ქირურგიის კათედრის ასპირანტი; 1989–1995წწ. ამავე კათედის ასპირანტი; 1995 წლიდან აღნიშნული კათედრის დოცენტი. ავტორია 30 სამეცნიერო ნაშრომის. ქირურგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი.

საკანდიდატო დისერტაციისთემა - "HLA-სისტემის ანტიგენთა განაწილების შესწავლა კუჭისა და 12–გოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადების დროს ქართულ პოპულაციაში".

წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.125; წიგნი ღირსებისა: ტ. 1/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2000. - გვ.207

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • თბილისის გრიგოლ მუხაძის სახელობის ქირურგიული საზოგადოება, წევრი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1994 - ღირსების მედალი

გააზიარე: