The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ნელი თოხაძე

დაბადების თარიღი:6 ივლისი, 1927  (97 წლის)
კატეგორია:ექიმი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების დგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1949 წელს.

1949–1952წწ. იყო სამკურნალო ფაკულტეტის ნერვულ სნეულებათა კათედრის კლინიკური ორდინატორი; 1954–1965წწ. კურორტოლოგიის და ფიზიოთერაპიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის უმცროსი, შემდეგ უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1965–1970წწ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის პედიატრიული პროფ. მედიცინის და სტომატოლოგიური ფაკულტეტის ნერვულ სნეულებათა კათედრის ასისტენტი; 1970 წლიდან ამავე კათედრის დოცენტი. ავტორია 58 სამეცნიერო ნაშრომის და ერთი მონოგრაფიის. ნევროპათოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი. მიღებული აქვს სხვასხვა სახის ჯილდო.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "პერიფერიული ნერვული სისტემის გავა–წელის მიდამოს სხვადასხვა ბალნეოფაქტორებით მკურნალობის საკითხისათვის", დაიცვა 1962 წელს.

წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.125


გააზიარე: