Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
გივი თურმანაული![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. დუშეთი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი 1964 წელს. 1964–1968წწ. იყო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამედიცინო ფარმაკოლოგიის კათედრის ასპირანტი; 1968 წელს ასისტენტი; 1973 წელს დოცენტი, შემდგომ პროფესორი. 1983 წლიდან განაგებს აღნიშნულ კათედრას. ავტორია 150 სამეცნიერო ნაშრომის, გამოქვეყნებული აქვს ფუნდამენტური სახელმძღვანელოები სამედიცინო ფარმაკოლოგიაში სტუდენტებისა და ექიმებისათვის. ფარმაკოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს მთავარი ფარმაკოლოგი, სამამულო ომისა და შრომის ვეტერანი. საკანდიდატო დისერტაციის თემა -"ახალი ჰიპოტენზიური საშუალებების ფარმაკოლოგიური მოქმედების შესწავლა გულ–სისხლძარღვთა სისტემაზე"; სადოქტორო დისერტაციის თემა - "კარდიოტროპული საშუალებების მოქმედების მექანიზმები მიოკარდის ინფარქტის და გულის უკმარისობის ადრეულ სტადიაზე, გერიატრიულ ასპექტში", დაიცვა 1985 წელს. წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.126; წიგნი ღირსებისა: ტ. 5 / შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2003. - გვ.132 Member of Organizations
Awards and Honors
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |