The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



დიმიტრი აბაშიძე

დიმიტრი აბაშიძე
დაბადების თარიღი:27 ოქტომბერი, 1893
გარდაცვ. თარიღი:12 თებერვალი, 1975  (81 წლის ასაკში)
კატეგორია:რეჟისორი, სცენარისტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

უმაღლესი სამხედრო სასწავლებლის დამთავრების შემდეგ მუშაობდა სხვადასხვა სამხედრო უწყებაში. 1925 წლიდან საქართველოს სახკინმრეწვში. გადაღებული აქვს 60–ზე მეტი სამეცნიერო–პოპულარული ფილმი: "სილოსი"(1929), "ქიმიური ომი"(1932), "მოვსპოთ ციება"(1933), "ქართული ჩაი"(1939), "საბჭოთა ჩაი"(1939), "ინსტინქტების მნიშვნელობა ცხოველთა ინდივიდუალურ ქცევაში"(1947). რეჟისორ ნ. ჟუჟუნაძესთან ერთად გადაიღო შემდეგი ფილმები: "სიგნალიზაცია რკინიგზის ტრანსპორტზე"(1955), "ამბავი ერთი ცდისა"(1956), "კავკასიის ნაკრძალი"(1960), "დარტყმა ღრუბლებზე"(1961), "ორიენტაცია სივრცეში"(1962), "შიში"(1963), "იყო ერთი პასიფლორა"(1964), "დაბრუნება ბგერათა სამყაროში"(1965), "გრიბოედოვი საქართველოში"(1966), "ამხანაგი გუბერნატორი"(1967), "კეთილი ძაფი"(1968), "კიბერნეტიკა და ქირურგია"(1970), "ზღვა ლაჟვარდოვანი უნდა იყოს"(1972), "უძველესი ლითონის ახალი სიცოცხლე"(1973) და სხვ. მიღებული აქვს ვარშავის სამეცნიერო კინოს საერთაშორისო ასოციაციის XVI კონგრესის საპატიო დიპლომი ფილმისთვის "ამბავი ერთი ცდისა" (1956), ვარშავის სამეცნიერო–პოპულარული ფილმების V საერთაშორისო კინოფესტივალის საპატიო დიპლომი ფილმისთვის "ამბავი ერთი ცდისა" (1962), კიევის საკავშირო კინოფესტივალის დიპლომი ფილმისთვის "დაბრუნება ბგერათა სამყაროში" (1966). კინორეჟისორი. ქართული  სამეცნიერო–პოპულარული კინემატოგრაფიის ერთ–ერთი ფუძემდებელი.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.21

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1961 - საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე

გააზიარე: